ანნა ვარდაია
Preschool ჯგუფის აღმზრდელ-პედაგოგი
მასწავლებლობას აღიქვამს როგორც მოწოდებას — ცოდნის გადაცემასთან ერთად ბავშვის სულიერი და ემოციური ზრდის მხარდაჭერას.
ანნა ვარდაია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის “Preschool”-ის ჯგუფის აღმზრდელ-პედაგოგი.
დამთავრებული აქვს #წარჩინებით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსული ფილოლოგიის განხრით
გავლილი აქვს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
მისი ჰობია:
ხატვა
ცეკვა
მუსიკა
წიგნების კითხვა
ხელნაკეთი ნივთების გაკეთება (ზოგადად, რაც ხელოვნებას ეხება მისთვის ერთდგვარი თერაპიაა...)
ამბობს რომ მისთვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის მოწოდება, შინაგანი ვალდებულება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის ცხოვრებაში. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი; ის არის მეგზური, რომელიც ბავშვის გონებრივ და სულიერ განვითარებას უზრუნველყოფს.
მისთვის მასწავლებლობა ნიშნავს იყო არა უბრალოდ აღმზრდელი, არამედ ბავშვების მეგობარი, მათი ყოველდღიურობის ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლო მათთან გულწრფელი კავშირის ჩამოყალიბება, მომისმინონ და ვუსმინო, მათ სიხარულს, ტკივილს და შფოთვას ვეზიარო. ბაღი ხდება მათი მეორე ოჯახი, მასწავლებელი კი - ამ ოჯახის სული.
მისი აზრით, მასწავლებელმა უნდა გასცეს ულევი სიყვარული. ის თბილი სიტყვით, ღიმილითა და ზრუნვით აგრძნობინებს ბავშვს, რომ მასზე ზრუნავენ, რომ ის უნიკალურია და მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
მასწავლებლობა მოითხოვს მუდმივ განვითარებას, თვითგანვითარებასა და მოლოდინების გადაჭარბებას. თითოეული დღე გაკვეთილია - არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც.
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ი გახლავთ სივრცე, სადაც ადამიანი ვითარდება როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ დონეზე. დაწესებულებაში შესვლისთანავე იქმნება კეთილგანწყობილი და შთამაგონებელი გარემო, რომელიც აღძრავს სურვილს, შეიყვარო ეს ადგილი, განვითარდე და მუდმივად ეცადო, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყო. ეს ის სივრცეა, სადაც გუნდის თითოეული წევრი ურთიერთთანამშრომლობით, ენთუზიაზმითა და საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება.
