გუნდზე დაბრუნება

ბელა ძაგანია

მასწავლებელი

სკოლამდელი და ადრეული განათლების სპეციალისტი. აქტივობების მიზანმიმართულ დაგეგმვას ხედავს ბავშვების მოტივაციისა და ინტერესის გასაღებად.

ბელა ძაგანია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი


დამთავრებული აქვს დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი.

არის სკოლამდელი და ადრეული განათლების სპეციალისტი

გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები:

აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
 სასკოლო მზაობა

ამბობს რომ დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარებთან ურთიერთობა და აღსაზრდელებისთვის ყოველდღიურად გაზიარება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილებისა. მიაჩნია რომ აქტივობების მიზანმიმართულად დაგეგმვით შესაძლებელია ცოდნის მიღების პროცესი ბავშვისთვის იყოს მაქსიმალურად მხიარული და საინტერესო.

საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ში მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან თვლის რომ ეს არის ადგილი სადაც არის ჯანსაღი გარემო და აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს თითოეულ აღსაზრდელზე ინდივიდუალურად მორგებულ სააღმზრდელო პროგრამაში. შორენა ჯიქია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის ასისტენტ-მასწავლებელი

დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი

არის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი გავლილი აქვს ტრენინგები:
 სასკოლო მზაობა
 ადრეული განათლება
 ბავშვის თვითშეფასების ფორმირება
 ემოციური რეგულაცია ბავშვებში
 სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების ხელშეწყობა

ამბობს რომ მას, როგორც მასწავლებელს, პატივი აქვს მონაწილეობა მიიღოს მომავალი თაობის აღზრდაში, გაუზიაროს მათ საკუთარი ცოდნა, განვითარდეს ყოველდღიურად და განავითაროს აღსაზრდელები. ფიქრობს რომ იყო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ ჭეშმარიტი პედაგოგის უპირველესი მოვალეობაა დაეხმაროს აღსაზრდელებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. სასიხარულოა, როცა მისი შრომის შედეგს ხედავს, ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან გატარებული თითოეული წუთი. მისთვის დიდი ბედნიერებაა გასცემდეს სითბოს და პატარებისგან იღებდეს უანგარო სიყვარულს.

ამბობს რომ საბავშვო საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ი მისთვის არის პროფესიონალთა გუნდი და სიხარულს ანიჭებს ამ გუნდის წევრობა. შესაძლებლობა აქვს იმუშაოს ჯანსაღ გარემოში და გამოავლინოს მისი შესაძლებლობები მაქსიმალურა

შორენას მიზანია საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის აღსაზრდელებს დაეხმაროს ცოდნის მიღებაში, ხოლო ეს პროცესი კი იყოს მაქსიმალურად სახალისო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელი. მიაჩნია რომ საინტერესო აქტივობების დაგეგმვითა და განხორციელებით, თამაშის ტექნიკის შესაბამისად გამოყენებით, შესაძლებელია ბავშვს გავუღვივოთ მოტივაცია რათა გაიღრმავოს ცოდნა.

 ანი ფარცვანია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის ასისტენტ-მასწავლებელი განათლებით ფსიქოლოგი — დამთავრებული აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (SEU) ადრეული განათლების სფეროში მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს და ინდივიდუალურ მიდგომას. ანის სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და განვითარებისთვის პირველ რიგში სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და სიყვარული. მისთვის მასწავლებლობა და ფსიქოლოგია ერთმანეთისგან განუყოფელია — ორივე ბავშვის შინაგან სამყაროზე ზრუნვას ემსახურება. ანის მიზანია შექმნას უსაფრთხო და თბილი გარემო, სადაც თითოეული ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. თვლის რომ “ ელიოტი “არის ადგილი, სადაც ბავშვი იზრდება სიყვარულში, დაცულ გარემოში და სიხარულით სწავლობს სამყაროს შეცნობას. გვანცა ლაგურაშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის ასისტენტ-მასწავლებელი დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრიების სპეციალობით. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს 5 წელია. ამბობს რომ ამ ხუთ წლიან ისტორიაში თითოეულ დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ადამიანი დღეებით ცხოვრობს. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას. ამბობს რომ საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. აქ ყველა ერთიანდება ერთი მიზნისთვის ბავშვის სული უნდა აღზარდონ. სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და განვითარებისთვის პირველ რიგში სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და სიყვარული. მისთვის მასწავლებლობა და ფსიქოლოგია ერთმანეთისგან განუყოფელია — ორივე ბავშვის შინაგან სამყაროზე ზრუნვას ემსახურება. გვანცას მიზანია შექმნას უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც თითოეული ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. თვლის რომ ელიოტი.Elliot არის ადგილი, სადაც ბავშვი იზრდება სიყვარულში, დაცულ გარემოში და სიხარულით სწავლობს სამყაროს შეცნობას. ეთო ონიანი, საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ -მასწავლებელი დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გავლილი აქვს აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. ეთო ორი წელია ორი საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ -მასწავლებელია და ამბობს რომ ამ ორი წლის მანძილზე თითოეული დღე გამორჩეულია. იგი თვლის რომ სწავლობს და იზრდება ბავშვებთან ერთად. სჯერა რომ თითოეული მათგანი გამორჩეულია, როცა მათ სიყვარულს მოიპოვებ ისინი ორმაგს გიბრუნებენ, რაც საოცარი გრძნობაა. მისი მიზანია შექმნას უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც ბავშვები თავიანთ უნარებს თავისუფლად გამოავლენენ. სწორედ ელიოტია ის ადგილი სადაც თითოეულ მასწავლებელს შეუძლია გამოავლინოს თავის მაქსიმუმი, შექმნას მყუდრო და ოჯახური გარემო. აქ ბავშვები სიხარულით მოდიან. ანუკი კოზმანაშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ - მასწავლებელი დამთავრებული აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკოლოგიის განხრით. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების ფარმაციის ფაკულტეტი. მაინორ პროგრამად არჩეული აქვს ფიზიკა. ანუკი იზიარებს მოსაზრებას, რომ საბავშო ბაღის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. აქ ყველა ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის რომ აღვზარდოთ ბავშვის სული, ბავშვი უნდა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ სკოლისთვის. „საბავშო ბაღში თითოეული დღე არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე, ვფიქრობ, რომ ჩემი შრომისმოყვარეობით, გუნდურობით, პასუხისმგებლობით, სიყვარულით, ნდობით აღვზრდით მომავალ თაობებს“.
ბელა ძაგანია