გვანცა ლაგურაშვილი
ასისტენტ-მასწავლებელი
5 წლიანი გამოცდილებით ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში. გუნდის ძალად ხედავს სიყვარულს, ნდობას და ბავშვის ჰოლისტიკურ განვითარებას.
გვანცა ლაგურაშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის ასისტენტ-მასწავლებელი
დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრიების სპეციალობით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს 5 წელია.
ამბობს რომ ამ ხუთ წლიან ისტორიაში თითოეულ დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ადამიანი დღეებით ცხოვრობს. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას.
ამბობს რომ საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. აქ ყველა ერთიანდება ერთი მიზნისთვის ბავშვის სული უნდა აღზარდონ.
სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და განვითარებისთვის პირველ რიგში სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და სიყვარული. მისთვის მასწავლებლობა და ფსიქოლოგია ერთმანეთისგან განუყოფელია — ორივე ბავშვის შინაგან სამყაროზე ზრუნვას ემსახურება.
გვანცას მიზანია შექმნას უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც თითოეული ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. თვლის რომ ელიოტი.Elliot არის ადგილი, სადაც ბავშვი იზრდება სიყვარულში, დაცულ გარემოში და სიხარულით სწავლობს სამყაროს შეცნობას.
