ლია მერეკლიშვილი
სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების ხელმძღვანელი
ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში 14 წლიანი გამოცდილებით ხელმძღვანელობს Elliot-ის გუნდს. გუნდის კონცეფციად თვლის სიყვარულს, ნდობას და თავისუფლებას.
ლია მერეკლიშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების ხელმძღვანელი, HR, PR და მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
დამთავრებული აქვს GIPA საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მიენიჭა საზოგადოებრივი ურთიერთობების #მაგისტრის აკადემიური ხარისხი
დამთავრებული აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით
დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, ფარმაცევტის სპეციალობით
#ადრეული და #სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 14 წლიანი გამოცდილებით, ამჟამად საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ს ხელმძღვანელობს
ამბობს რომ ამ თოთხმეტ წლიან ისტორიაში თითოეულ დღეს აქვს თავისი მნიშვნელობა, რამეთუ ადამიანი დღეებით ცხოვრობს.
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის მთავარ ღირებულებად მიაჩნია #გუნდი, ვისთან ერთადაც ქმნის ყველა მთავარ ღირებულებას, რომელიც უკავშირდება ბავშვის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას.
ამბობს რომ საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. თითოეული მათგანის ყველაზე დიდი მაკონტროლებელი ძალა მათივე სინდისია. აქ ყველა ერთიანდება ერთი მიზნისთვის, ბავშვის სული უნდა აღზარდონ. ბავშვი უნდა მოამზადონ ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ სკოლისთვის.
მისი ნატვრაა, ყველა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში ბავშვებს ჰყავდეთ #ჰუმანური, #შემოქმედი, #სანატრელი, #ჭეშმარიტი, #სულის აღმზრდელი #მასწავლებლები
ბოლო წლებია გატაცებულია ,,#ჰუმანური #პედაგოგიკით“, რომელიც აკადემიკოს შალვა ამონაშვილმა 1960-იან წლებში შექმნა. ამბობს რომ ეს პედაგოგიკა მისმა #ქალიშვილმა აღმოაჩენინა სწორედ მაშინ, როდესაც მისი შვილი 3 წლის იყო, #დედა კი ცდილობდა #შვილთან ურთიერთობის და აღზრდა-განვითარების სწორი გზებისთვის მიეკვლია.
დღევანდელი ბავშვები არიან სინათლის ბავშვები, ნათელ ბავშვს კი ნათელი მშობელი, ნათელი მასწავლებელი სჭირდება, აქედან გამომდინარე აქტიურად არის ჩართული ჰუმანური პედაგოგიკის გავრცელებაში, რადგან თვითონ პედაგოგიკა გვთავაზობს მეთოდებს, რომლითაც ბავშვები, მშობლები და პედაგოგები სწავლა-სწავლების პროცესში უფრო მეტად მოტივირებულები ხდებიან. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ მეთოდით 125 ქვეყანაში ასწავლიან.
ლიკა მერეკლიშვილი ემხრობა მოსაზრებას, რომ #პედაგოგიკა #ხელოვნებაა, ხელოვნებას კი მსახიობები სჭირდება, აქედან გამომდინარე „სცენაზე სათამაშოდ“ შემოიკრიბა ისეთი მასწავლებლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც ცდილობენ დაუახლოვდნენ ბავშვებს და ემეგობრონ მათ.
„იმისათვის რომ მიზანი განსაზღვრო, ძალიან კარგია იცოდე თუ რისი გჯერა ცხოვრებაში“ –
მე მჯერა ღმერთის და სიყვარულის!
ამ ორი დიდი ძალით, თავდაუზოგავი შრომით, სწავლა-სწავლებით და ერთობით ვზრდით თაობებს საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ში და ეს ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად მიმაჩნია ამ ეტაპზე“.
ლელა ჯორკოშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი
დამთავრებული აქვს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია.
არის ადრეული განათლების სპეციალისტი
გავლილი აქვს ტრენინგები:
ბავშვთა ფსიქოლოგია
ადრეული განათლება
მისი ჰობია:
ხატვა
მუსიკა
სეირნობა
კულინარია
საინტერესო ადამიანებთან საუბარი
ამბობს რომ:
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ი არის შესანიშნავი გარემო, რომელსაც ჰყავს საუკეთესო და #პროფესიონალებით დაკომპლექტებული #გუნდი, ახარებს თითოეული გუნდის წევრთან მუშაობა, ყოველი დღის გაზიარება, რომელიც #ენერგიით ავსებს. მისი თქმით ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებლობა გაქვს გაიზარდო პროფესიონალურად და ასევე პიროვნულადაც, გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია
"მეგობრულ გარემოს, რომელიც აქ სუფევს, პირველივე წამიდან ყველა #იგრძნობს"
"მე ვარ მასწავლებელი!
ჩემი ამბავი რამოდენიმე წლის წინ დაიწყო. მიმაჩნია რომ ვდგავარ იქ, სადაც სინათლემ სიბნელე უნდა გაარღვიოს და შუქით გააბრწყინოს ადამიანთა ცხოვრება.
იყო მასწავლებელი ნიშნავს იყო "აღმომჩენი", რათა შევძლო ჩემი აღსაზრდელების ყველა საჭირო განცდების, გრძნობის დანახვა და შესაბამისი უკუკავშირის დაბრუნება მათთვის, რადგან თითოეული მათგანი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია.
იყო მასწავლებელი ნიშნავს გახდე პატარების სულიერი მეგობარი, ითამაშო მათთან ერთად, აგრძნობინო რომ მათი ინტერესები შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"დიდი პასუხისმგებლობაა აჩუქო სამყაროს ჰუმანური პიროვნება უსასრულო შესაძლებლობებით" ჩემს მასწავლებლობას სწორედ ეს დავუსახე მიზნად...
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -მა კი მომცა საშუალება, ეს ყოველივე განვახორციელო ჩემს საყვარელ გუნდის წევრებთან ერთად
ელისო ქარქაშაძე, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი
დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი
ფილოლოგიის ფაკულტეტი
დამთავრებული აქვს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია, არის ადრეული განათლების სპეციალისტი
გავლილი აქვს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ინტენსიური პრაქტიკული სასწავლო კურსი
"მე როგორც მასწავლებელი, ყოველთვის ვაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, რათა თითოეული ბავშვის სულში ჩავდო სიკეთის, ურთიერთპატივისცემის, პატრიოტიზმის და სწავლის მნიშვნელობის გაცნობიერების მარცვალი. ვასწავლო ერთმანეთის მოსმენა და საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება. ჩემი სურვილია, ბავშვისთვის საბავშვო ბაღში ყოფნის დრო ასოცირდებოდეს მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებთან!
ჩემი მიზანია ვასწავლო და ვისწავლო მათგან. მინდა რომ ეს უწყვეტი ჯაჭვი არასოდეს გაწყდეს".
ელისოს თქმით საბავშვო ბაღი ელიოტი საუკეთესო ადგილია გიყვარდეს და უყვარდე, გასცე და მიიღო, გისმენდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს ბავშვებისა და აღმზრდელების კომფორტული მუშაობისთვის. ეს არის საბავშვო ბაღი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ განვითარებაზე
ანნა ვარდაია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის “Preschool”-ის ჯგუფის აღმზრდელ-პედაგოგი.
დამთავრებული აქვს #წარჩინებით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსული ფილოლოგიის განხრით
გავლილი აქვს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული
მისი ჰობია:
ხატვა
ცეკვა
მუსიკა
წიგნების კითხვა
ხელნაკეთი ნივთების გაკეთება (ზოგადად, რაც ხელოვნებას ეხება მისთვის ერთდგვარი თერაპიაა...)
ამბობს რომ მისთვის მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის მოწოდება, შინაგანი ვალდებულება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ადამიანის ცხოვრებაში. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი; ის არის მეგზური, რომელიც ბავშვის გონებრივ და სულიერ განვითარებას უზრუნველყოფს.
მისთვის მასწავლებლობა ნიშნავს იყო არა უბრალოდ აღმზრდელი, არამედ ბავშვების მეგობარი, მათი ყოველდღიურობის ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შევძლო მათთან გულწრფელი კავშირის ჩამოყალიბება, მომისმინონ და ვუსმინო, მათ სიხარულს, ტკივილს და შფოთვას ვეზიარო. ბაღი ხდება მათი მეორე ოჯახი, მასწავლებელი კი - ამ ოჯახის სული.
მისი აზრით, მასწავლებელმა უნდა გასცეს ულევი სიყვარული. ის თბილი სიტყვით, ღიმილითა და ზრუნვით აგრძნობინებს ბავშვს, რომ მასზე ზრუნავენ, რომ ის უნიკალურია და მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
მასწავლებლობა მოითხოვს მუდმივ განვითარებას, თვითგანვითარებასა და მოლოდინების გადაჭარბებას. თითოეული დღე გაკვეთილია - არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისთვისაც.
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ი გახლავთ სივრცე, სადაც ადამიანი ვითარდება როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ დონეზე. დაწესებულებაში შესვლისთანავე იქმნება კეთილგანწყობილი და შთამაგონებელი გარემო, რომელიც აღძრავს სურვილს, შეიყვარო ეს ადგილი, განვითარდე და მუდმივად ეცადო, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყო. ეს ის სივრცეა, სადაც გუნდის თითოეული წევრი ურთიერთთანამშრომლობით, ენთუზიაზმითა და საერთო მიზნის გარშემო ერთიანდება.
მაია გლოველი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი
განათლება მიღებული აქვს ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები:
• ინტერკულტურული და ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვის მიმართულება
• აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების მოდული
აქვს წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სასკოლო განათლებაში და ბავშვებთან მუშაობის პროცესში. გამოირჩევა ყურადღებით, თანაგრძნობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა ბავშვთა უფლებების წრის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რაც მის პროფესიულ გზაზე განსაკუთრებულ ღირებულებას ატარებს და ასახავს მის ერთგულებას ბავშვის ღირსების, უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მიმართ
მისი რწმენით, მასწავლებლის როლი მხოლოდ სწავლება არ არის — ეს არის ბავშვის მხარდაჭერა, გზის ჩვენება და იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეული პატარა თავს დაცულად, მოსმენილად და დაფასებულად გრძნობს.
ბავშვებთან ურთიერთობაში მის მთავარ მიზანს წარმოადგენს:
• ბავშვის ღირსებისა და უფლებების დაცვა
• ემოციურად უსაფრთხო სივრცის შექმნა
• ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ
• ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ბავშვს მომავალ ცხოვრებაში დაეხმარება
თვლის, რომ ელიოტში შექმნილი გარემო ხელს უწყობს ბავშვის პიროვნულ განვითარებას — აქ ურთიერთობები აგებულია ნდობაზე, თანაგრძნობასა და პატივისცემაზე, რაც ბავშვს აძლევს შესაძლებლობას მშვიდად გამოავლინოს საკუთარი თავი.
ჩვენი მიზანია ბავშვებთან ერთად შევქმნათ გარემო, სადაც განვითარება იწყება ნდობით, გრძელდება სიყვარულით და მყარდება სწორი ღირებულებებით.
ბელა ძაგანია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი
დამთავრებული აქვს დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი.
არის სკოლამდელი და ადრეული განათლების სპეციალისტი
გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები:
აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
სასკოლო მზაობა
ამბობს რომ დიდ სიამოვნებას ანიჭებს პატარებთან ურთიერთობა და აღსაზრდელებისთვის ყოველდღიურად გაზიარება საკუთარი ცოდნისა და გამოცდილებისა. მიაჩნია რომ აქტივობების მიზანმიმართულად დაგეგმვით შესაძლებელია ცოდნის მიღების პროცესი ბავშვისთვის იყოს მაქსიმალურად მხიარული და საინტერესო.
საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ში მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან თვლის რომ ეს არის ადგილი სადაც არის ჯანსაღი გარემო და აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს თითოეულ აღსაზრდელზე ინდივიდუალურად მორგებულ სააღმზრდელო პროგრამაში.
შორენა ჯიქია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის ასისტენტ-მასწავლებელი
დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი
არის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი
გავლილი აქვს ტრენინგები:
სასკოლო მზაობა
ადრეული განათლება
ბავშვის თვითშეფასების ფორმირება
ემოციური რეგულაცია ბავშვებში
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების ხელშეწყობა
ამბობს რომ მას, როგორც მასწავლებელს, პატივი აქვს მონაწილეობა მიიღოს მომავალი თაობის აღზრდაში, გაუზიაროს მათ საკუთარი ცოდნა, განვითარდეს ყოველდღიურად და განავითაროს აღსაზრდელები. ფიქრობს რომ იყო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობაა, რამეთუ ჭეშმარიტი პედაგოგის უპირველესი მოვალეობაა დაეხმაროს აღსაზრდელებს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. სასიხარულოა, როცა მისი შრომის შედეგს ხედავს, ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვებთან გატარებული თითოეული წუთი. მისთვის დიდი ბედნიერებაა გასცემდეს სითბოს და პატარებისგან იღებდეს უანგარო სიყვარულს.
ამბობს რომ საბავშვო საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ი მისთვის არის პროფესიონალთა გუნდი და სიხარულს ანიჭებს ამ გუნდის წევრობა. შესაძლებლობა აქვს იმუშაოს ჯანსაღ გარემოში და გამოავლინოს მისი შესაძლებლობები მაქსიმალურა
შორენას მიზანია საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის აღსაზრდელებს დაეხმაროს ცოდნის მიღებაში, ხოლო ეს პროცესი კი იყოს მაქსიმალურად სახალისო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელი. მიაჩნია რომ საინტერესო აქტივობების დაგეგმვითა და განხორციელებით, თამაშის ტექნიკის შესაბამისად გამოყენებით, შესაძლებელია ბავშვს გავუღვივოთ მოტივაცია რათა გაიღრმავოს ცოდნა.
ანი ფარცვანია, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის ასისტენტ-მასწავლებელი
განათლებით ფსიქოლოგი — დამთავრებული აქვს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (SEU)
ადრეული განათლების სფეროში მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს და ინდივიდუალურ მიდგომას.
ანის სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და განვითარებისთვის პირველ რიგში სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და სიყვარული. მისთვის მასწავლებლობა და ფსიქოლოგია ერთმანეთისგან განუყოფელია — ორივე ბავშვის შინაგან სამყაროზე ზრუნვას ემსახურება.
ანის მიზანია შექმნას უსაფრთხო და თბილი გარემო, სადაც თითოეული ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. თვლის რომ “ ელიოტი “არის ადგილი, სადაც ბავშვი იზრდება სიყვარულში, დაცულ გარემოში და სიხარულით სწავლობს სამყაროს შეცნობას.
გვანცა ლაგურაშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot - ის ასისტენტ-მასწავლებელი
დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრიების სპეციალობით.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს 5 წელია.
ამბობს რომ ამ ხუთ წლიან ისტორიაში თითოეულ დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ადამიანი დღეებით ცხოვრობს. მუშაობისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის სულიერ, ფიზიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას.
ამბობს რომ საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot -ის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. აქ ყველა ერთიანდება ერთი მიზნისთვის ბავშვის სული უნდა აღზარდონ.
სჯერა, რომ თითოეული ბავშვი უნიკალურია და განვითარებისთვის პირველ რიგში სჭირდება გაგება, მხარდაჭერა და სიყვარული. მისთვის მასწავლებლობა და ფსიქოლოგია ერთმანეთისგან განუყოფელია — ორივე ბავშვის შინაგან სამყაროზე ზრუნვას ემსახურება.
გვანცას მიზანია შექმნას უსაფრთხო, თბილი და მეგობრული გარემო, სადაც თითოეული ბავშვის ემოციური და პიროვნული განვითარება არის მთავარი პრიორიტეტი. თვლის რომ ელიოტი.Elliot არის ადგილი, სადაც ბავშვი იზრდება სიყვარულში, დაცულ გარემოში და სიხარულით სწავლობს სამყაროს შეცნობას.
ეთო ონიანი, საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ -მასწავლებელი
დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
გავლილი აქვს აღმზრდელ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
ეთო ორი წელია ორი საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ -მასწავლებელია და ამბობს რომ ამ ორი წლის მანძილზე თითოეული დღე გამორჩეულია. იგი თვლის რომ სწავლობს და იზრდება ბავშვებთან ერთად. სჯერა რომ თითოეული მათგანი გამორჩეულია, როცა მათ სიყვარულს მოიპოვებ ისინი ორმაგს გიბრუნებენ, რაც საოცარი გრძნობაა.
მისი მიზანია შექმნას უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც ბავშვები თავიანთ უნარებს თავისუფლად გამოავლენენ. სწორედ ელიოტია ის ადგილი სადაც თითოეულ მასწავლებელს შეუძლია გამოავლინოს თავის მაქსიმუმი, შექმნას მყუდრო და ოჯახური გარემო. აქ ბავშვები სიხარულით მოდიან.
ანუკი კოზმანაშვილი, საბავშვო ბაღი ელიოტის Elliot-ის ასისტენტ - მასწავლებელი
დამთავრებული აქვს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკოლოგიის განხრით.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიების ფარმაციის ფაკულტეტი. მაინორ პროგრამად არჩეული აქვს ფიზიკა.
ანუკი იზიარებს მოსაზრებას, რომ საბავშო ბაღის გუნდის კონცეფცია აგებულია სიყვარულზე, ნდობასა და თავისუფლებაზე. აქ ყველა ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის რომ აღვზარდოთ ბავშვის სული, ბავშვი უნდა მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის და არა მხოლოდ სკოლისთვის.
„საბავშო ბაღში თითოეული დღე არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე, ვფიქრობ, რომ ჩემი შრომისმოყვარეობით, გუნდურობით, პასუხისმგებლობით, სიყვარულით, ნდობით აღვზრდით მომავალ თაობებს“.
