გუნდზე დაბრუნება

მაია გლოველი

მასწავლებელი

პროფესიული გამოცდილებითა და თანაგრძნობით ქმნის გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაცულად, მოსმენილად და დაფასებულად გრძნობს.

მაია გლოველი, საბავშვო ბაღი ელიოტი.Elliot-ის მასწავლებელი

განათლება მიღებული აქვს ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

 გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები:
• ინტერკულტურული და ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვის მიმართულება
• აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების მოდული

აქვს  წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სასკოლო განათლებაში და ბავშვებთან მუშაობის პროცესში. გამოირჩევა ყურადღებით, თანაგრძნობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა ბავშვთა უფლებების წრის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რაც მის პროფესიულ გზაზე განსაკუთრებულ ღირებულებას ატარებს და ასახავს მის ერთგულებას ბავშვის ღირსების, უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის მიმართ
 მისი რწმენით, მასწავლებლის როლი მხოლოდ სწავლება არ არის — ეს არის ბავშვის მხარდაჭერა, გზის ჩვენება და იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეული პატარა თავს დაცულად, მოსმენილად და დაფასებულად გრძნობს.

ბავშვებთან ურთიერთობაში მის მთავარ მიზანს წარმოადგენს:
• ბავშვის ღირსებისა და უფლებების დაცვა
• ემოციურად უსაფრთხო სივრცის შექმნა
• ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ
• ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც ბავშვს მომავალ ცხოვრებაში დაეხმარება

თვლის, რომ ელიოტში შექმნილი გარემო ხელს უწყობს ბავშვის პიროვნულ განვითარებას — აქ ურთიერთობები აგებულია ნდობაზე, თანაგრძნობასა და პატივისცემაზე, რაც ბავშვს აძლევს შესაძლებლობას მშვიდად გამოავლინოს საკუთარი თავი.

ჩვენი მიზანია ბავშვებთან ერთად შევქმნათ გარემო, სადაც განვითარება იწყება ნდობით, გრძელდება სიყვარულით და მყარდება სწორი ღირებულებებით.
მაია გლოველი